ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

პირველად, გუტერეში ჰამასის თავდასხმისას სექსუალური ძალადობის ფაქტების გამოძიებას ითხოვს

Reuters

გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში პირველად გამოვიდა მოწოდებით, გამოიძიონ ჰამასის მიერ 7 ოქტომბერს მოწყობილი ხოცვა-ჟლეტის დროს ჩადენილი სექსუალური ძალადობის შესაძლო შემთხვევები.

"არსებობს მრავალი ანგარიში თავდასხმის დროს სექსუალური ძალადობის ფაქტებზე, რომლებიც სასწრაფოდ გამოსაძიებელია და დასაწყებია სასამართლო წესით დევნა. გენდერული ძალადობა დასაგმობია. ყოველთვის. ყველგან". - თქვა გუტერეშმა გაეროს უშიშროების საბჭოს.

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გასულ კვირას გაეროს ქალთა ოფისი გააკრიტიკა იმის გამო, რომ მას ჰამასის მიერ ჩადენილი სექსუალური ძალადობის ფაქტებზე მტკიცებულებების შესახებ კომენტარი 50 დღის შემდეგაც არ გაუკეთებია.

მოგვიანებით, ოფისმა საკუთარ ინსტაგრამზე დაგმო ჰამასის საქციელი, თუმცა პოსტი მალევე წაშალა და ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლების მოთხოვნის შესახებ პოსტით ჩაანაცვლა.

კომენტარები