ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ჰამასის ლიდერი ილონ მასკს ღაზის სექტორში ეპატიჟება

Leon Neal/Pool via REUTERS/File Photo

ჰამასის მაღალმა თანამდებობის პირმა ოსამა ჰამდანმა ამერიკელი ბიზნესმენი ილონ მასკი ისრაელის დაბომბვის შედეგების სანახავად ღაზას სექტორში მიიწვია

"ჩვენ მას [ილონ მასკს] ვიწვევთ ღაზაში რათა ნახოს ის საშინელებები, რაც ღაზის სექტორის ხალხის მიმართ არის ჩადენილი" - თქვა ოსამა ჰამდანმა ბეირუთში პრესკონფერენციაზე. 

რამდენიმე დღის წინ ილონ მასკი ისრაელს ეწვია, სადაც პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა და ჰამასის ტერორისტების მიერ დარბეულ კიბუცს ესტუმრა. ილონ მასკის მფლობელობაში მყოფი სოციალური ქსელი X-ი (ყოფილი Twitter) ბოლო დროს ხშირად მოიხსენიება, როგორც პლატფორმა ანტისემიტიზმის და სიძულვილის გაღვივებისთვის. 

კომენტარები