ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

გათავისუფლებულ 12 წლის მძევალს ჰამასი ტყვეობაში მკვლელობის კადრებს აყურებინებდა

ჰამასის ტყვეობიდან გათავისუფლებული ეითან იახალომი დედასთან ერთად

გუშინ, 27 ნოემბერს, გათავისუფლებული 12 წლის ეითან იახალომის ნათესავმა დევორა კოენმა ინტერვიუში განაცხადა, რომ ტყვეობის დროს ჰამასის ტერორისტები ეითანს 7 ოქტომბერს მათ მიერ ჩადენილი სასტიკი ქმედებების კადრების ყურებას აიძულებდნენ.

მისი თქმით, როდესაც ტყვეობაში მყოფი ბავშვები ტირილს იწყებდნენ ჰამასი "მათ იარაღის მუქარით აჩუმებდა".

დევორას თქმით, ის გულუბრყვილოდ, მაგრამ მაინც იმედოვნებდა, რომ ეითანს ტყვეობისას კარგად მოექცეოდნენ, მაგრამ, "როგორც ჩანს, ჰამასელები მონსტრები არიან".

"როდესაც ის ღაზაში მიიყვანეს, იქ მცხოვრებლებმა, ყველამ, მას სცემა. ის ხომ 12 წლის ბავშვია." - ამბობს დევორა ინტერვიუში.

ეითან იახალომი ისრაელელი-ფრანგია. იგი დასთან და დედასთან ერთად ჰამასმა 7 ოქტომბერს ტყვედ აიყვანა, მაგრამ დამ და დედამ მაშინვე გამოქცევა შეძლეს, ხოლო ეითანი ჰამასის ტერორისტებმა მოპედით ღაზაში გაიტაცეს. ჰამასის ტყვეობაში ეითანის მამაც რჩება, რომელიც 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმის დროს ჰამასის ტერორისტებთან შებრძოლებისას დაიჭრა.

კომენტარები