თავდაცვის კოდექსი

მინისტრის მოადგილე: 93%-ით მეტია შემოდინება თავდაცვის ძალებში, ვიდრე გადინება

არასწორად გავრცელებული ინფორმაცია აზიანებს იმ პროცესს, რასაც ჰქვია თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება. ჩვენი ამოცანა არის, კანონმდებლობა იყოს მაქსიმალურად დახვეწილი, რათა არავის არ მოუნდეს არაკეთილსიდისიერად გათავისუფლდეს ჯარიდან. 

მეორე მიმართულება არის - ჩვენ ვქმნით მოტივაციას, რათა მოხდეს თავდაცვის ძალების პოპულარიზაცია, როგორც სავალდებულო სამხედრო სამსახურის, ასევე საკონტრაქტო სამსახურის. ეს ფაქტები არის, შეგიძლიათ იხილოთ, 93%-ით მეტი არის შემოდინება თავდაცვის ძალებში, ვიდრე გადინება. ეს მიუთითებს, რომ სწორი პოლიტიკა მიმდინარეობს სოციალური მიმართულებით. 

თქვა თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძემ თავდაცვის კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით. 

კომენტარები