ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ისრაელის მედია: ჰამასი აყვანილი მძევლებიდან 30 ბავშვსა და 20 ქალს გამოუშვებს

FADEL SENNA

ისრაელური გამოცემა Channel 12-ის მიერ გავრცელებული ცნობით, მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შემთხვევაში ჰამასი აყვანილი მძევლებიდან 30 ბავშვსა და 20 ქალს გამოუშვებს.

ჰამასის ტერორისტული ორგანიზაციის თქმით, ამ დროისთვის ისინი ვერ ახერხებენ დამატებით 10 ბავშვის პოვნას, რომლებიც მათ 7 ოქტომბერს ისრაელზე მოულოდნელი თავდასხმის დროს მძევლად აიყვანეს.

გამოცემა Times of Israeli-ი მთავრობასთან დაკავშირებულ წყაროზე დაყრდნობით ამბობს, რომ, სავარაუდოდ, მძევლების გათავისუფლების პროცესში მეორე ეტაპიც იქნება, რის ფარგლებშიც ჰამასი იმ ქალებისა და ბავშვების პოვნისთვის იმოქმედებს, რომლებიც ღაზის სექტორის სხვა ტერორისტული დაჯგუფებების ტყვეობის ქვეშ არიან.

ჰამასის თქმით, მძევლად აყვანილი 240 მშვიდობიანი მოქალაქიდან, უშუალოდ მათ ტყვეობაში 210 მათგანია. დანარჩენი მძევლები პალესტინურ ისლამურ ჯიჰადს ჰყავს აყვანილი.

კომენტარები