რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკის თქმით, ის სულ მცირე ხუთ მკვლელობის მცდელობას გადაურჩა

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის გამოსვლა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, 2023 წლის 19 სექტემბერი
Politico

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოცემა The Sun-თან ინტერვიუში თქვა, რომ ის სულ მცირე ხუთ მკვლელობის მცდელობას გადაურჩა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისგან იყო ორკესტრირებული.

ზელენსკის თქმით, ყოველ ჯერზე უკრაინული დაზვერვა მას ატყობინებდა მისი მოკვლის დავალებით უკრაინაში შემოსული ჯგუფის გადაადგილების შესახებ. მისი სიტყვებით, პირველად ეს საშიშად ჩანდა, თუმცა ყოველ შემდეგ ჯერზე დაგეგმილი მკვლელობები კოვიდს ემსგავსებოდა და შესაბამისად, რუტინას მალევე უბრუნდებოდა. 

"თავიდან ხალხმა არ იცის რა უნდა გააკეთოს და ყველა შეშინებულია. ამის შემდეგ ეს უბრალოდ ინფორმაციაა, რომელსაც დაზვერვა გატყობინებს, რომ კიდევ ერთი ჯგუფი შემოვიდა პრეზიდენტის მკვლელობის მისიით" - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. 

უკრაინის პრეზიდენტი შეხვდა აშშ-ს თავდაცვის მდივანს ლოიდ ოსტინს და Fox Corporation-ის და The Sun-ის მფლობენ ბიზნესმენს, ლაქლან მერდოკს შეხვდა. 

კომენტარები