საქართველო-ევროკავშირი

ჰერჩინსკი სტატუსზე: ვიმედოვნებ, EU-ს ქვეყნები ევროკომისიის რჩევას გაიზიარებენ

გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები გაიზიარებენ ევროკომისიის რჩევას და პოზიტიურ გადაწყვეტილებას მიიღებენ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.

ევროკომისიამ პოზიტიურ რეკომენდაციასთან ერთად, ცხრა ნაბიჯიც დასახა [...] ზოგიერთი ამ ცხრა ნაბიჯიდან ძალიან ნაცნობია, რადგან ისინი არსებული 12 რეკომენდაციიდანაა, რომელიც ჯერ კიდევ შესრულების ფაზაშია, არის სამუშაო პროგრესი, ზოგიერთი ნაბიჯი კი ახალია, მაგალითად, როგორიცაა დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა, უცხო ინფორმაციის მანიპულაციასთან ბრძოლა, მომდევნო არჩევნების საკითხი. საარჩევნო პროცესი იმდენად თავისუფალი და გამჭვირვალე უნდა იყოს, რამდენადაც ეს შესაძლებელია. თუ შეკითხვა ასეთია, რომელი ნაბიჯია ყველაზე მნიშვნელოვანი – ყველა მათგანი თანაბრად მნიშვნელოვანია და ჩვენ გულწრფელად გვსურს, ვნახოთ პროგრესი ყველა მათგანთან მიმართებით.

რაც ძალიან მნიშვნელოვანია, არა ლოდინი, არამედ დავრწმუნდეთ, რომ ცხრა ნაბიჯის განხორციელება იწყება რაც შეიძლება მალე და, რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის, პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია. ასე რომ, ჩვენ გვსურს ყველამ ითამაშოს მისი როლი, ხელისუფლება იყოს ინკლუზიური, ოპოზიცია იყოს კონსტრუქციული და დავინახოთ იმდენი პროგრესი, რამდენიც შესაძლებელია, რომ საქართველო რაც შეიძლება სწრაფად გადავიდეს შემდეგ ნაბიჯებზე, დაიწყოს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები, დაასრულოს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები და გახდეს ევროკავშირის წევრი.

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი. გამოყენებულია საზოგადოებრივი მაუწყებლის თარგმანი. 

კომენტარები