არჩევნები 2024

“დავიბრუნოთ ჩვენი ქალაქი” - ლელომ თბილისის ორგანიზაცია დააფუძნა

ლელომ თბილისის ორგანიზაცია დააფუძნა. არჩევნების შედეგად თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე საბა ბუაძე გახდა, საბჭოს წევრები კი - ნიკა ჩერქეზიშვილი, ბაია რომელაშვილი, მანჩო ღვინჯილია, რამაზ მანდარია, ვატო სურგულაძე, ბექა ბერიძიშვილი, თამარ გიორგაშვილი, გალაქტიონ კალმახელიძე, თამარ ბოყოველი, ნინო ქათამაძე, ნათია ქობალია და თამი ჟორჟოლიანი. ლელოს ცნობით, საბჭო და თავმჯდომარე პარტიის 300-მდე დელეგატმა თბილისის კონგრესზე - დავიბრუნოთ ჩვენი ქალაქი - აირჩია.

"დღევანდელი კონგრესი ეძღვნება ერთ მთავარ თემას, როგორ დავიბრუნოთ ქალაქი თბილისი. როგორ დავუბრუნოთ ის თბილისელებს და როგორ შევქმნათ ქალაქში ის მდგომარეობა, სადაც ადამიანები თავს იგრძნობენ ბედნიერად. თუმცა, ეს არის ერთი ნაწილი. ჩვენ დასაბრუნებელი გავქვს სამშობლო, დასაბრუნებელი გვაქვს საქართველო და სწორედ დღევანდელი კონგრესით ლელო იწყებს საკმაოდ აქტიურ კამპანიას, რადგან მომავალ წელს ჩვენ გველოდება უმნიშვნელოვანესი არჩევნები, რომელიც განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის მომავალს - ვიცხოვრებთ დამოუკიდებელ, თავისუფალ საქართველოში თუ ვიქნებით რუსეთის იმპერიის ნაწილი" – განაცხადა ლელოს ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ.

კომენტარები