რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

2024 წელს ნიდერლანდები უკრაინას 2 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას მიაწვდის

Ukrainska Pravda

ნიდერლანდების სამეფო 2024 წელს უკრაინას 2 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას მიაწვდის. ინფორმაციას ამის შესახებ ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრი კაისა ოლონგრენი ავრცელებს

ოლონგრენის თქმით, ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ნიდერლანდების მხარდაჭერა უკრაინისადმი შეუცვლელი იქნება მომავალშიც. მისი თქმით, აღნიშნული დახმარება, იმ უფრო ფართო დახმარების პაკეტის ნაწილია, რასაც ნიდერლანდები უკრაინას 2024 წელს თანდათანობით მიაწვდის.

გავრცელებული ინფორმაციით, 2024 წლის დასაწყისში 102 მილიონი ევროს დახმარებას რეკონსტრუქციისა და ჰუმანიტარული მიზნებით გაუგზავნის და დახმარების მასშტაბი წლის განმავლობაში გაიზრდება. 

კომენტარები