პარლამენტის სხდომაზე ქართული ოცნების დეპუტატ ლევან მგალობლიშვილსა და რამდენიმე ოპოზიციონერს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ლევან მგალობლიშვილმა ჯერ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს და ფრაქციის თავმჯდომარეს, თინა ბოკუჩავას მიმართა - "ნაბიჭვარო, წესიერად…შენ ხარ უზრდელი", შემდეგ კი ნაციონალური მოძრაობის წევრს, ანა წითლიძეს, მიკროფონი მოუქნია. საპასუხოდ, წითლიძემ მმართველი პარტიის წევრს ქაღალდები ესროლა.
სხდომაზე იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე საუბრობდა ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე, რასაც თინა ბოკუჩავამ "ტყუილი" უწოდა. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო დაპირისპირება.