ირაკლი კობახიძე

კობახიძე გახარიაზე: ამ კაცმა ავტომობილები და ბინები გააყიდინა საკუთარი პარტიის წევრებს

გახარიამ გაამწარა და გადაიმტერა უამრავი ადამიანი თავისივე პარტიაში.

ერთ-ერთი ადამიანი, რომელსაც არ გაუხმაურებია საკუთარი წამოსვლა, მაგრამ წამოვიდა პარტიიდან, შეგვხვდა და ასეთი რაღაც მოგვიყვა, რომ პრაქტიკულად ოფისი არ არსებობს ქვეყნის მასშტაბით, სადაც მან ვალი არ დატოვა. ფულადი ვალი.

ყველგან აქვს ვალები, გადამგდებია ჩვეულებრივად, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, გასაკვირი არ არის, რომ ერთი მეორეს მიყოლებით ტოვებენ გახარიას პარტიას [...] საბოლოო ჯამში მეტყველებს იმაზე, რომ არავითარი რესურსი ამ სუბიექტს არა აქვს, რომ რაიმე წარმატებას მიაღწიოს პოლიტიკაში. როცა ხარ გადამგდები, როცა შეგიძლია საკუთარი პარტიის წევრიც კი ვალებში გადააგდო, რა თქმა უნდა, პოლიტიკურ წარმატებაზე ლაპარაკი ზედმეტია. 

ამ კაცმა ავტომობილები და ბინები გააყიდინა საკუთარი პარტიის წევრებს, წარმოიდგინეთ არჩევნების წინ, და მერე გადააგდო, ჰპირდებოდა სამმაგად ფულის დაბრუნების არჩევნების შემდეგ და გადააგდო ეს ადამიანები. 

თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ექსპრემიერ გიორგი გახარიაზე. 

კომენტარები