ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

BBC-მ ალ-შიფას საავადმყოფოს ოპერაციაზე გავრცელებული ინფორმაციის გამო ბოდიში მოიხადა

thesun.co.uk

BBC-მ ღაზის სექტორში ალ-შიფას საავადმყოფოში ისრაელის ოპერაციის გაშუქებისას დაშვებული ფაქტობრივი შემცდომის გამო ბოდიში მოიხადა. ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლობის ჟურნალისტმა, მონიკა მილერმა ოპერაციის გაშუქებისას თქვა, რომ ისრაელელი ჯარისკაცები მიზანში იღებენ სამედიცინო პერსონალს და არაბულენოვან მოსახლეობას. 

მონიკა მილერი ალ-შიფას საავადმყოფოს ოპერაციის გაშუქებისას Reuters-ს დაეყრდნო და მან მეორეჯერაც გაიმეორა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცები ექიმებსა და არაბ მოსახლეობას მიზანში იღებდნენ. სინამდვილეში, Reuters-ი თავად ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებას ეყრდნობოდა, რომ სამედიცინო პერსონალი და არაბულენოვანი მოსახლეობა ისრაელის სამხედრო ძალის შემადგენლობაში შედიოდა, რომელიც ალ-შიფას საავადმყოფოში შევიდა. 

BBC-ის რეპორტიორის შეცდომამ დიდი უკმაყოფილება გამოიწვია ებრაულ საზოგადოებაში და მათ სასწრაფოდ ბოდიშის მოხდა მოითხოვეს. BBC-ის თქმით, ჟურნალისტის შეცდომა სრულად შემთხვევითი იყო.

კომენტარები