ტელეკომპანია იმედის დაკვეთით საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა GORBI-მ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ჩაატარა. კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, 55%-მა ქართული ოცნება დაასახელა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა/სტრატეგია აღმაშენებელი - 20%-მა, გირჩი მეტი თავისუფლება/დროა - 4%-მა.
სხვა პარტიების რეიტინგი ასე გამოიყურება:
- ლელო 4%
- ევროპული საქართველო 3%
- საქართველოსთვის 3%
- პატრიოტთა ალიანსი 2%
- ლეიბორისტული პარტია 2%
- მოქალაქეები 1%
- გირჩი 1%
- სხვა 5%
კვლევის ფარგლებში პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, 30 სექტემბრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით 2024 სრულწლოვანი რესპონდენტი გამოიკითხა.
კვლევის შედეგების ცდომილების ზღვარია +/- 2.2 %.