გორბი

ქართული ოცნების კვლევით, ქართულ ოცნებას 53 % აქვს

ტელეკომპანია იმედის დაკვეთით  GORBI საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც მმართველი პარტიის რეიტინგი წინა კვლევასთან შედარებით გაზრდილია. 

კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიებს მისცემდით ხმას, მონაცემები ასე გადანაწილდა: 

  • ქართული ოცნება 53% ; 
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 19 %;
  • ლელო 4 %;
  • გირჩი - მეტი თავისუფლება 3 %;
  • ლეიბორისტული პარტია 3 %;
  • საქართველოს პატრიოტთა ალიანსი 2 %;
  • სტრატეგია აღმაშენებელი 2 %;
  • ევროპული საქართველო 2%;
  • საქართველოსთვის 2 %;
  • მოქალაქეები 2 %;
  • ახალი პოლიტიკური ცენტრი- გირჩი 1 %;
  • სხვა პარტიები 7 %;

კვლევა GORBI-მ  22 აპრილიდან 7 მაისის ჩათვლით ჩაატარა. წარმომადგენლობითი შერჩევით ქვეყნისა და თბილისის მასშტაბით, პირისპირ ინტერვიუს წესით საქართველოს 2026 მოქალაქე გამოიკითხა. 59 %, ანუ 1212 რესპონდენტი სავარაუდო ამომრჩეველია, რომელიც, სავარაუდო ხმის მიცემის შესახებ 2 შეკითხვაზე პასუხისა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმის უფლების მქონეთა თვითგაცხადებული ხმის მიცემის ისტორიის მიხედვით გამოვლინდა. 

25 აპრილს, საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) საზოგადოების აზრის კვლევა გამოაქვეყნა. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19%-მა ქართული ოცნება დასახელა, 14%-მა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. 

მოქალაქეების პირველი არჩევანი ასე გადანაწილდა: 

  • ქართული ოცნება - 19% 
  • ენმ - 14% 
  • გახარიას პარტია - 3% 
  • გირჩი-მეტი თავისუფლება - 3% 
  • ლეიბორისტული პარტია - 2% 
  • ლელო - 2% 
  • გირჩი - 2% 
  • სტრატეგია აღმაშენებელი - 2% 
  • ანა დოლიძის პარტია - 2% 
  • მოქალაქეები - 2% 
  • ალტ-ინფო - 1% 
  • დროა - 1% 
  • ევროპული საქართველო - 1% 
  • პატრიოტთა ალიანსი - <1% 
  • ხალხის ძალა - <1%  
  • სხვა - <1%
  • გაფუჭებული ბიულეტენი - 11% 
  • არ მივცემდი ხმას - 5% 
  • არ ვიცი - 20% 
  • უარი თქვა პასუხის გაცემაზე - 7% 

ამასთან , 3 მაისს გამოქვეყნებული ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საზოგადოების განწყობის კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, მოსახლეობის უმეტესობამ არ იცის ან არავის მისცემდა ხმას. კვლევის მიხედვით, 60%-მა არ იცის ან არ ასახელებს არცერთ პარტიას, რომელსაც ხმას მისცემდნენ საპარლამენტო არჩევნები ხვალ რომ ტარდებოდეს.

NDI-ს კვლევის მიხედვით, ცალკეული პარტიების მხარდამჭერთა ინდივიდუალური მაჩვენებლები იმდენად დაბალია, რომ არჩევნების შედეგების გამოსაცნობად ვერ გამოდგება. მოსახლეობის 20% თვლის, რომ ქართულ ოცნებას დაუჭერდა მხარს, ხოლო 5% თვლის, რომ ხმას ერთიან ნაციონალურ მოძრაობას მისცემდა.

კომენტარები