განათლების სამინისტრო

ახალგაზრდობის სააგენტო განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავა

ახალგაზრდობის სააგენტო, რომელიც საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ექვემდებარებოდა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შემადგენლობაში გადავა. საკითხი მთავრობის სხდომაზე განიხილეს და შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტს წარედგინება.

განათლების მინისტრის, გიორგი ამილახვარის თქმით, მომდევნო წლიდან, განათლების უწყებას განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტრო ერქმევა.

კომენტარები