ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ხმელთაშუა ზღვაში ავიაკატასტროფას 5 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა

KC-46 Pegasus და F-16 ჰაერში საწვავის შევსების მისიას ახორციელებენ

აშშ-ს შეიარაღებული ძალების ევროპის სარდლობა ხმელთაშუა ზღვაში უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი 5 სამხედრო მოსამსახურის შესახებ ცნობას ავრცელებს.

განცხადების მიხედვით, სამხედრო წვრთნის ფარგლებში, ჰაერში საწვავის შევსების რუტინული მისიის დროს მომხდარი ინციდენტის შედეგად, აშშ-ს სამხედრო თვითმფრინავი, რომელშიც ხუთი სამხედრო მოსამსახურე იმყოფებოდა, ხმელთაშუა ზღვაში ჩამოვარდა.

აშშ-ს თქმით, ავიაკატასტროფა "ცალსახად წვრთნასთან იყო დაკავშირებული და შემთხვევაში მტრული ქმედების კვალი არ შეინიშნებოდა".

ცნობაში ნათქვამია, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ გადაუდებელი სამაშველო-სამძებრო სამუშაოები დაიწყო, რაშიც ახლოს მდებარე ამერიკული სამხედრო ავიამზიდი და საზღვაო ხომალდები იყო ჩართული.

შემთხვევას აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი X-ზე გამოეხმაურა. ბაიდენის თქმით, იგი გარდაცვლილთა ოჯახებისა და მეგობრებისთვის ლოცულობს.

7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმის შემდეგ, აშშ-მ ახლო აღმოსავლეთში ორი ავიამზიდი და დამატებით 2000 საზღვაო ქვეითი გაგზავნა, ხოლო 5 ნოემბერს რეგიონში ბირთვული წყალქვეშა ნავების განთავსება დააანონსა.

კომენტარები