ყაზახეთი

ყაზახეთში ყოფილი მინისტრი ცოლის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს, შემთხვევა რესტორანში მოხდა

კუანდიკ ბიშიმბაევი და სალტანატ ნუკენოვა
Orda.kz

9 ნოემბერს ასტანაში ყაზახეთის ეკონომიკის ყოფილი მინისტრი კუანდიკ ბიშიმბაევი ცოლის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. 

რესტორან BAU-ში გამოძახებაზე მისულმა პოლიციამ ბიშიმბაევის ცოლის, სალტანატ ნუკენოვას სხეული იპოვა. ქალს თავის არეში მიყენებული ჭრილობები აღმოაჩნდა. რესტორანი წყვილის დაკვეთით იყო დაკეტილი, მკვლელობის მომენტში შენობაში მხოლოდ ცოლ-ქმარი და პერსონალი იმყოფებოდა. გამოძიების ინფორმაციით ბიშიმბაევი არაფხიზელ მდგომარეობაში დააკავეს.

რესტორანის პერსონალის თქმით წყვილი რესტორანში 8 ნოემბერს მივიდა და გარეთ საერთოდ არ გასულა, 9 ნოემბრის საღამოს ცოლ-ქმარს ე.წ. VIP-ლაუნჯში ყოფნისას კონფლიქტი მოუვიდათ, ვერბალური შელაპარაკება ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. სასწრაფო დახმარების მანქანა ოფიციანტმა გამოიძახა.

კომენტარები