კანდიდატის სტატუსი

ვაშაძე: მოგვეცით შესაძლებლობა და ცხრავე პირობას შევასრულებთ, ხომ იცით, გამკეთებლები ვართ

რა თქმა უნდა, ჩვენ რუსეთთან პირისპირ არ დაგვტოვეს, მხარი დაგვიჭირა ევროკავშირმა, მაგრამ ეს ცხრა წინაპირობა არის ჩვენი გასაკეთებელი და მთავარი არის ის, რომ მომავალი, 2024 წლის არჩევნები გეოპოლიტიკური არჩევნებია. რა გზას ირჩევს საქართველო: ამ 9 რეკომენდაციის შესრულებით ევროკავშირის წევრობას, თუ ისევ ჭიდაობას და  იმ მაიმუნობას, რასაც ჰქონდა ადგილი ქართული ოცნების მხრიდან. მთავარი - ვინ არის ამ პირობების შემსრულებელი? ჩვენ ხომ იცით, რომ გამკეთებლები ვართ - მოგვეცით შესაძლებლობა და ცხრავე პირობა უმოკლეს ვადაში იქნება შესრულებული, ყოველგვარი პრობლემის გარეშე. 

ქართული ოცნება კვლავ დაიწყებს ჭიდაობას, რომ ცხრა პირობა არ უნდა შეასრულოს და რატომ არის ქართული ოცნება ასეთი დამწუხრებული? მათაც კარგად იციან, რომ ამ ცხრა პირობის გამკეთებლები ისინი არ არიან და დიაგნოზს ამ ყველაფერს საზოგადოება აუცილებლად დაუსვამს. 

წინ დიდი გამარჯვებისკენ! პირველი ნაბიჯი გადადგმულია, დეკემბერში იმედი მაქვს ჩაბეტონდება და ყველაზე დიდი გამარჯვება, რაც უნდათ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, დარწმუნებული ვართ იქნება 2024 წლის არჩევნებში, რომელიც ამ პირობებიდან მესამე მნიშვნელოვანი პირობაა.

გამარჯვების პლატფორმის ერთერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე კანდიდატის სტატუსზე ევროკომისიის რეკომენდაციასა და პირობებზე.

კომენტარები