კანდიდატის სტატუსი

აქუბარდია სტატუსზე: ქართველი ხალხის დამსახურებაა ეს ყველაფერი

ვულოცავ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს იმიტომ, რომ ეს არის ქართველი ხალხის ბრძოლის და სურვილის აღსრულება... იმ მოცემულობაში, როდესაც ხალხი დგას ევროკავშირში გაწევრიანების სადარაჯოზე და 90%-ით უჭერს მხარს ამ საგარეო არჩევანს, რა თქმა უნდა, გაკეთებული განცხადება ხალხზე აქცენტით ნიშნავს იმას, რომ ქართველი ხალხის დამსახურებაა ეს ყველაფერი და რომ რეკომენდაციების სრულფასოვნად შესრულება წინაპირობებით, რომელიც კიდევ ერთხელ აქ აღინიშნა ნიშნავს იმას, რომ მთავრობამ არ გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ საქართველო დაწეოდა უკრაინას და მოლდოვას.

ოპოზიციონერი დეპუტატი, თეონა აქუბარდია საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატობის მინიჭებაზე რეკომენდაციას გამოეხმაურა. 

კომენტარები