კანდიდატის სტატუსი

პრემიერი სტატუსზე: წარმოვადგენთ ხალხის ნებას, ვმოქმედებთ ხალხის სახელით და ხალხისთვის

თუ რაიმეს ვაკეთებთ ჩვენ და თუ რაიმეს აკეთებს საქართველოს მთავრობა, ხელისუფლება, ვაკეთებთ ჩვენი ხალხისთვის, თქვენთვის, ჩვენი ხალხისთვის, ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი მომავლისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის. ეს ძალიან უსუსური მცდელობაა, რომ რაიმენაირად დააკნინონ ჩვენი ხელისუფლების მიერ მიღწეული შედეგი და მუშაობა, რომელსაც ჩვენ ვატარებთ ბოლო 11 წელია, ჩვენ წარმოვადგენთ ჩვენი ხალხის ნებას, ვმოქმედებთ ჩვენი ხალხის სახელით და ჩვენი ხალხისთვის, თუ რაიმე გაგვიკეთებია და ვაკეთებთ, ვაკეთებთ ჩვენი ხალხისთვის, ასე რომ ჩემი პასუხი მარტივია. 

რაც შეეხება რეკომენდაციებს, ეს არის ჩვეულებრივი ბუნებრივი პროცესი, რომელსაც გავაგრძელებთ, ჩვენ გვქონდა კოორდინაცია ევროპელ კოლეგებთან, რეკომენდაციების დიდი ნაწილი არის შესრულებული, ნაწილი შეიძლება ნაწილობრივ, მაგრამ ეს არის ბუნებრივი პროცესი, რომელსაც მივყვებით და ბოლომდე მივიყვანთ ამ საქმეს.

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციის ნაწილის განცხადებებზე, რომ კანდიდატის სტატუსი ქართველ ხალხს ეკუთვნის.

კომენტარები