კანდიდატის სტატუსი

პრემიერი სტატუსზე: გილოცავთ ისტორიულ გადაწყვეტილებას, უზარმაზარი სამუშაო გავწიეთ

ჩემთვის დიდი პატივია, მოგილოცოთ დღევანდელი ისტორიული გადაწყვეტილება, ევროკომისია დადებითად აფასებს მიღწეულ შედეგს და ევროპულ საბჭოს აძლევს რეკომენდაციას, საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. ეს არის ნამდვილად ისტოირული დღე, ისტორიული გადაწყვეტილება ევროკომისიის. მე მინდა მადლობა გადავუხადო ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს, ასევე, ევროკომისარ ოლუვერ ვარჰეის.

ეს პერიოდი იყო ძალიან დატვირთული, საკმაოდ დატვირთული ემიციური თვალსაზრისითაც, ვინაიდან ძალიან ბევრი, უზარმაზარი სამუშაო გავწიეთ, მე მინდა ჩვენს ერთიან, ძლიერ გუნდს გადავუხადო მადლობა... ეს იყო ჩვენი საერთო მუშაობის შედეგი.

 

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის გაცემულ რეკომენდაციაზე, საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.

კომენტარები