ჩრდილოეთ კავკასია

ტერაქტს დაღესტანში 13 ადამიანი ემსხვერპლა

დაღესტანის დედაქალაქ მახაჩყალაში 20 წუთის ინტერვალით მომხდარ ორ აფეთქებას, ბოლო ინფორმაციით, 13 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 100–მდე კი მძიმედ დაშავდა.

Svobodanews.ru – ს ინფორმაციით, პირველი აფეთქება გუშინ გვიან საღამოს დაღესტანის ადმინისტრაციული ცენტრის შესასვლელში, მახაჩყალა-ასტრახანის ტრასაზე მდებარე პოლიციის საგუშაგოსთან მოხდა. სააგენტოს ცნობით, სამართალდამცავების მიერ გაჩერებულმა ავტომობილის მძღოლმა ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედა.

მეორე აფეთქება პოლიციის საგუშაგოსთან ახლოს მდებარე "გაზელის" მარკის ავტომობილში დამონტაჟებულმა მოწყობილობამ გამოიწვია.

წინასწარი ინფორმაციით, პირველი აფეთქება 30 კილოგრამი ტროტილის ექვივალენტი იყო, ხოლო მეორე – 50.

მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა.

 

კომენტარები