ჩრდილოეთ კავკასია

შეტაკება ჩეჩნეთში , არიან დაღუპულები და დაჭრილები

რუსეთის შინაგანი ძალების 3 წარმომადგენელი და ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა უწყების ერთი თანამშრომელი დაიღუპა ჩეჩნეთში, ვედენსკის რაიონში მომხდარი შეტაკებისას.

შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა კვირას. რუსული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით , დაღუპულების გარდა არიან დაჭრილები.   ვედენსკის რაიონიდან სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს 16 დაჭრილი, აქედან ნაწილს ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები შეადგენენ, ნაწილს რუსეთის შინაგანი ძალების მოსამსახურეები.

გავრცელებული ცნობებით, ვედენსკის რაიონი ბლოკირებულია, იქ მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები ჩეჩნური სამხედრო ფორმირების აღმოსაჩენად და გასანადგურებლად.

 

კომენტარები