მკვლელობა საოკუპაციო ხაზთან

ვაშაძე: ოკუპაციაში თურმე რუსეთი კი არა, წინა მთავარობაა დამნაშავე - ეს რუსული ნარატივია

რას ვხედავთ ჩვენ? - დიდ დანაშაულს და უდიდეს უსამართლობას ქართული ოცნების მხრიდან. ანუ ოკუპაციაში თურმე რუსეთი კი არ არის დამნაშავე, ოკუპაციაში თურმე დამნაშავე ყოფილა წინა ხელისუფლება. ეს ხომ არის ზუსტად ის რუსული ნარატივი, რომელიც საქართველოს ადანაშაულებდა 2008 წლის ომის დაწყებაში. ეს არის ზუსტად ის რუსული ნარატივი და ამ ნარატივების გაგრძელება, რუსული პროპაგანდის გაგრძელებაა. მე ვეკითხები ქართულ ოცნებას, აი, ამ ვაი ქართველებს, - 1993 წელს სოხუმის ოკუპაცია მოახდინა თუ არა რუსეთმა? მანამდე ცხინვალის ოკუპაცია მოახდინა თუ არა რუსეთმა? და ეს ისტორიის გადაწერის მცდელობა, არის თუ არა ანტიქართული, მოღალატეობრივი ქმედება თქვენი მხრიდან? მაინტერესებს, ამხელა ტრაგედიის დროს, როცა მთელი ერი უნდა იყოს ერთად და უნდა ითხოვდეს სამართლიანობის აღდგენას, როდემდე უნდა მართოთ ქვეყანა ამ პროპაგანდისტული მესიჯბოქსებით? [...] ეს ხომ იმ სამართლიანობას ვერც თამაზ გინტურის ოჯახისთვის და ვერც ჩვენი ქვეყნისთვის ვერ აღადგენს.

საოკუპაციო რეჟიმის მიერ 6 ნოემბერს საქართველოს მოქალაქის მკვლელობისა და კიდევ ერთი მოქალაქის გატაცების შესახებ სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განცხადება გააკეთა.

კომენტარები