მკვლელობა საოკუპაციო ხაზთან

ჰერჩინსკი: EU მტკიცედ გმობს რუსი მესაზღვრეების მიერ ჩადენილ საზარელ მკვლელობას

ნება მიბოძეთ გულწრფელად მივუსამძიმრო სრულიად საქართველოს და განსაკუთრებით, რუსი მესაზღვრეების მიერ კირბალში მოკლული საქართველოს მოქალაქის ოჯახსა და მეგობრებს. ევროკავშირი მტკიცედ გმობს ამ საზარელ მკვლელობას და უკანონოდ დაკავებული საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის დაუყოვნებლივი განთავისუფლებისკენ მოუწოდებს. რუსეთის სამხედრო ძალების ყოფნა საქართველოს ოკუპირებულ თვითგამოცხადებულ რეგიონებში, აფხაზეთსა და ოსეთში, უკანონოა.

ამბობს საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი 6 ნოემბერს სოფელ კირბალთან რუსული საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მოკვლის ფაქტთან დაკავშირებით.

კომენტარები