გატაცება ოკუპირებული ტერიტორიიდან

სოფელ კირბალის მცხოვრები: რაღა უნდა მოხდეს? ფეხზე დადექით, გაიღვიძეთ, გამოფხიზლდით

Screenshot/Mtavari Arkhi

6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ რუსულმა საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე, თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი დააკავეს.

სოფელ კირბალის ადგილობრივების თქმით, ისინი მუდმივად საფრთხის ქვეშ არიან, მათთვის საშიშია ნახირში, საფლავზე, სალოცავად გასვლა. 

"უპატრონო ქვეყანა. რაღა უნდა მოხდეს? ახალგაზრდა ბიჭი მიწაში ჩავდეთ, შვილო! რა უნდა მოხდეს? ფეხზე დადექით, გაიღვიძეთ, გამოფხიზლდით ქვეყანა, დიდი, პატარა". - ამბობს სოფელ კირბალის ერთ-ერთი მცხოვრები.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რას ეტყოდნენ კირბალებები მთავრობას, ერთ-ერთი ადგილობრივი ამბობს, რომ არ აქვს დამნაშავეების დასჯის იმედი. 

"მეცინება, მთავრობას რა უნდა? სად არის მთავრობა? არამგონია, რუსები დაისაჯონ. აბა, ვინ დასაჯეს? ოთხოზორია და ისინი რომ მოკლეს, დაისაჯნენ? ესენი ხმას არ იღებენ [...] მშვიდობა იყვესო. რა მშვიდობა? ესა მშვიდობა არის? ლამის არის სახლში შემოვიდნენ. გეუბნები, აქ მოვიდნენ, არაყი მომეციო". - ამბობს ადგილობრივი კაცი.

კომენტარები