გატაცება ოკუპირებული ტერიტორიიდან

სუს: სოფელ ქვეშის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ერთი მოქალაქე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გორში, სოფელ ქვეშის მიმდებარედ რუსული საოკუპაციო ძალების მიერ, უკანონოდ დაკავებული კიდევ ერთი საქართველოს მოქალაქის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

როგორც სუს-ი წერს, უკანონოდ დაკავებული ქართველი მოქალაქის უმოკლეს დროში გასათავისუფლებლად "ყველა მექანიზმი ამოქმედებულია".

"ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.

ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას". - წერია განცხადებაში. 

კომენტარები