მკვლელობა საოკუპაციო ხაზთან

ნონიაშვილი: ხელისუფლება ოკუპაციაზე შემრიგებლური პოზიციით მოქალაქეებს დაუცველს ტოვებს

გუშინ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მოკლეს საქართველოს მოქალაქე სოფელ კირბალში, თამაზ გინტური და ლევან დოთიაშვილი გაიტაცეს. ეს არის ვითარება, სადაც საქართველოს ხელისუფლება ვერაფერს ვერ აკეთებს და მისი შემრიგებლური დამოკიდებულება ოკუპაციის მიმართ საქართველოს მოქალაქეებს ტოტალურად დაუცველს ტოვებს ხოლმე. ეს არის ვითარება, სადაც საქართველოს ხელისუფლება არც ერთ ზომოქმედების ბერკეტს არ იყენებს იმისთვის, რომ ასეთი შედეგი არ დადგეს და აიცილოს ხოლმე.

მარტო ეს ამბავი არ არის სინამდვილეში იმიტომ, რომ, მაგალითად, შეგვიძლია გავიხსენოთ ირაკლი ბებუას ტყვეობის საკითხი სოხუმში საოკუპაციო რეჟიმის მიერ, სადაც ვერანაირი პროგრესი და შედეგი ვერ წარმოშვა საქართველოს ხელისუფლების მუშაობამ. მაშინ, როდესაც შეუძლია ზემოქმედების რეალური ბერკეტების გამოყენება. ჩვენ გამოვაქვეყნეთ ასეთი ზემოქმედების ბერკეტების სია და შეგვიძლია მიმოვიხილოთ, ერთი მხრივ, ტყვეთა გაცვლის საკითხი, მეორე მხრივ, უფასო ჯანდაცვის შეზღუდვა აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის მოხელეებისთვის, ან იგივე საერთაშორისო წნეხის გაზრდა. 

მე მინდა ერთ შემთხვევაზე გავამახვილო ყურადღება, ეს არის ენგურჰესის ფუნქციონირების საკითხი. ჩვენ გვაქვს ვითარება, სადაც ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის უდიდესი ნაწილი, პრინციპში, აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმთან მიდის და საქართველოს ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიიდან არაფერი არ რჩება. ამ ვითარებაში ტოტალურად გაუგებარია რატომ არ იყენებს ამ ზემოქმედების ბერკეტს საქართველოს ხელისუფლება წლიდან წლამდე და პირიქით, რატომ აუარესებს მდგომარეობას ელექტროენერგიის ფუნქციონირების საკითხთან დაკავშირებით აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმთან ურთიერთობის ნაწილში. 

ევროპული საქართველოს წევრი გიორგი ნონიაშვილი გამოეხმაურა რუსების მიერ სოფელ კირბალში თამაზ გინტურის მკვლელობასა და ლევან დოთიაშვილის გატაცებას.

ევროპულმა საქართევლომ საოკუპაციო რეჟიმებთან ურთიერთობისა და ირაკლი ბებუას გათავისუფლებისთვის საკუთარი ხედვა 23 ოქტომბერს წარადგინა. 

კომენტარები