კანდიდატის სტატუსი

მაჭარაშვილი: ოპოზიციას 8 ნოემბრის დასკვნის მეორედ მოსვლის მსგავსად ეშინია

რადიკალურმა ოპოზიციამ 8 ნოემბრამდეც ვერ მოითმინა, ნიღაბი ჩამოიხსნა და პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ ეკუთვნის. მაგრამ, რადგან იციან, რომ დიდი ალბათობით, მოგვცემენ, ამიტომ, ამბობენ, რომ არ ეკუთვნის, მაგრამ მაინც მიანიჭეთო. ეს ევროინტეგრაციაზე პირდაპირი შტურმია [...] ოპოზიციის თავზე ბიბლიური სიტყვები ასრულდა: არა არს დაფარული, რაც არ გაცხადდეს - გაცხადდა, რომ ისინი იბრძოდნენ და დღესაც იბრძვიან კანდიდატის სტატუსის საწინააღმდეგოდ. ახლა, როცა ამას მიხვდნენ, ბრიუსელს ეხვეწებიან, რომ როგორმე კანდიდატის სტატუსი დაამძიმონ და ისე მისცენ საქართველოს. რადგან, იციან, რომ პოლიტიკურ ჯოჯოხეთში აღმოჩნდებიან. ამიტომაც, 8 ნოემბრის დასკვნის მეორედ მოსვლის მსგავსად ეშინიათ.

თქვა ბიძინა ივანიშვილის დეპუტატმა, მოძრაობა ხალხის ძალის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში. 8 ნოემბერს საქართველოსთან დაკავშირებით ევროკომისიის ყოველწლიური ანგარიში გამოქვეყნდება.

კომენტარები