ნიკა მელია

მელია: "მიშამ ხომ გითხრათ წადითო და წადით რააა!" – ამ გზით არ დავდივარ

"მიშამ ხომ გითხრათ წადითო და წადით რააა !"

ამ ხალხის საყურადღებოდ: 

თქვა და გააკეთე არ არის გზა, რომლითაც მე დავდივარ, მითუმეტეს არ მივიღებ ამ მოწოდებას მათგან, ვინც უცნაური ტრაექტორიით იმოძრავა, ხელი მოეცარა და დაბრუნდა.

მიშამ ისიც თქვა: ვაშაძეს მოშივდაო, ამიტომ წავიდა და ბიძინას საქმე აკეთაო...ბნელ მხარეს გადავიდაო.

რა აკეთა და რა როლი შეასრულა კონკრეტულ პროცესებში, ბევრს გვახსოვს...

ახლა კი გაუგებარია იმ ხალხის მოწოდება, რომელიც, მიშას თქმით, მოშიებულ გადამხტარ, გამძღარ და მობრუნებულ შტაბის უფროსთან ერთად, დადის და ამ ხალხს პარტიას, მათ სამართლიან კრიტიკას კი ლანძღვას ეძახის...

სანამ ვინმეს რამეს მოუწოდებთ, სანამ სხვის თვალში ბეწვს დაინახავთ, საკუთარ თავს შეხედეთ გვერდიდან, ამომრჩევლის ან პარტიის რიგითი წევრის თვალით.

წერს ენმ-ს ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია მის მიერ პარტიის დატოვების შესახებ მოწოდებებთან დაკავშირებით. აქამდე, ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა თქვა: "პარტიის შიგნიდან თუ გინდათ პარტიის ლანძღვა, სჯობს, გახვიდეთ და რაღაც თქვენი გააკეთოთ, ვიდრე პარტია შიგნიდან დაასუსტოთ".

კომენტარები