ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

სააკაშვილი: თუ პარტიის შიგნით გინდათ პარტიის ლანძღვა, სჯობს, გახვიდეთ

მე ყოველთვის ყველაფერში ერთიანობის მომხრე ვარ. ყველაზე დაუძინებელ მტერს შევურიგდები, თუ საქართველოს ინტერესებს ეხება. მაგრამ, მინდა, შემდეგი რაღაცა გითხრათ: თუ პარტიის შიგნით გინდათ პარტიის ლანძღვა, სჯობს, გახვიდეთ და თქვენი რაღაც გააკეთოთ. ეს სჯობს, ვიდრე პარტია შიგნიდან დაასუსტოთ. მერე მეტი შანსია, რომ ისევ ერთად შეიკრიბოთ. ყველაფრის გაკეთება მაინც ერთობლივად მოგვიხდება. ახლა ჩვენ შიგნიდან რყევა არ გვჭირდება. კი ბატონო, გარეთ გადით, რაღაც ახალი შექმენით, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ.

საბოლოო ჯამში, ეს მაინც პატარ-პატარა ნაკადულებია, რომლებიც ერთ დიდ მდინარეში შეირწყმევა. თუმცა, ნაციონალური მოძრაობა თავისთავად არის ძალიან მძლავრი ნაკადის. მე ენმ-სთან ერთად ვრჩები, მაგრამ აბსოლუტურად გახსნილი ვარ სხვა ყველა ადამიანის მიმართ. იმიტომ, რომ დღეს ყველა ქართველის ერთიანობას არანაირი ალტერნატივა არ აქვს. ეს კბენები და რაღაცები უნდა დასრულდეს. ყველამ საკუთარი გზა იპოვეთ. მოუკლავი დათვის ტყავს რას ვიყოფთ, როცა ჯერ ეს დათვი საკმარისად ძლიერია.

თქვა საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ სასამართლო პროცესზე, სადაც ის დისტანციურად ჩაერთო. 

კომენტარები