ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

WSJ: ვაგნერმა შესაძლოა ჰეზბოლას საჰაერო თავდაცვის სისტემა გადასცეს

The Wall Street Journal-ის მიხედვით, აშშ-ს აქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ ვაგნერის ჯგუფმა შესაძლოა ლიბანის ტერორისტულ დაჯგუფება ჰეზბოლას საჰაერო თავდაცვის სისტემა გადასცეს.

საუბარია რუსული წარმოების SA-22-ს ტიპის სისტემაზე, რომელიც ანტისარაკეტო რაკეტებსა და საჰაერო თავდაცვის იარაღს იყენებს საჰაერო ხომალდების წინააღმდეგ.

აშშ-ის დაზვერვის ერთ-ერთი წარმომადგენლის მიხედვით, ვაშინგოტი არ ადასტურებს, რომ აღნიშნული სისტემის გადაცემა უკვე მოხდა, თუმცა, გრძელდება ვაგნერისა და ჰეზბოლას მონიტორინგი.

ირანის მიერ მხარდაჭერილი ტერორისტული ორგანიზაცია ჰეზბოლა ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს და დროგამოშვებით, ხდება შეტაკებები ისრაელის შეიარაღებულ ძალებთან.

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

 

კომენტარები