საქართველოს საპატრიარქო

მამა ანდრია: სინოდის სხდომა დაიწყო, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია

საქართველოს საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს. დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის თქმით, "არაფერი ახალი ჯერ არ არის, სანამ არ დამთავრდება სინოდის სხდომა, მანამდე სიახლე არ იქნება".

ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს, თუ ელოდება, რომ შესაძლოა, პატრიარქმა გადადგომის საკითხი დააყენოს. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, პასუხობს, რომ "მე არაფერს არ ველოდები". ის ასევე ამბობს, რომ არ აქვს ინფორმაცია, რა საკითხებზე გამახვილდება ყურადღება.

"პატრიარქს აქვს საკითხები, ტყუილად ხომ არ მოიწვევდა სხდომას... ერთ რამეს გთხოვთ, მუდმივად ხომ არ შეიძლება, ყოველი სინოდის და ყოველი დღესასწაულის წინ ვისაუბროთ პატრიარქი გადადგება თუ პატრიარქი ავად არის, ჰო? დაველოდოთ, იქნებ არის საკითხები, რომლებიც არანაკლებ მნიშველოვანია, ვიდრე ეს ჭორებს აყოლილი ინტრიგა. არ გვინდა ეს უსაფუძვლო ვარაუდები, რომელიც პირველად არ ხდება, მეორდება ერთი და იგივე ხალხისგან ერთი და იგივე რიტორიკა.

გამოვედი მხოლო იმის სათქმელად, რომ სინოდის სხდომა დაიწყო, მეტი არაფერი ახალი არ ხდება და სიახლე იქნება, როცა სინოდის სხდომა დასრულდება" - ამბობს დეკანოზი.

კითხვაზე, როგორია პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მამა ანდრია პასუხობს - "ნორმალური, ნორმალური".

კომენტარები