ქალბატონ სალომეს რაც შეეხება: მას შემდეგ, რაც მან კონსტიტუცია დაარღვია, ეს დარღვევა არ აღიარა და პირიქით, თავს დაესხა საკონსტიტუციო სასამართლოს და პარლამენტს, მათ შორის, ზუსტადაც სექსისტური ტერმინოლოგიით მოიხსენია პარლამენტის მამაკაცი დეპუტატები, ვფიქრობ, რომ მას არ აქვს ის მორალური ავტორიტეტი, რომ პარლამენტს მიუთითოს რამე.
საქართველოს პარლამენტი
პაპუაშვილი: პრეზიდენტმა ზუსტადაც სექსისტური ტერმინოლოგიით მოიხსენია კაცი დეპუტატები
tbl.ge/6ky5
დაკოპირდა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი რუსთავი 2-ის ეთერში ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების სიტყვიერ შეურაცხყოფაზე პრეზიდენტის განცხადების შესახებ.
სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის განხილვის წინა დღეს, 16 ოქტომბერს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის პარლამენტში მივიდოდა. "პატარა კაცებთან რომ დავდგე, არავინ არ მჭირდება მხარდასაჭერად" - აღნიშნა მან.
ამავე თემაზე
- შეიქმნება სამსახური, რომელიც გზაზე პირუტყვის გადასვლის პრევენციასაც უზრუნველყოფს
- საპარლამენტო დელეგაცია პაპ ლეო XIV-ს და კარდინალ პიეტრო პაროლინის შეხვდა - პრესსამსახური
- კობახიძის მოსმენაზე, 26 ნოემბერს, პარლამენტში ვიზიტორებს და ონლაინმედიას არ შეუშვებენ
- კობახიძის მოხსენების გამო, 27 ივნისს პარლამენტში ვიზიტორებს და ონლაინმედიას არ შეუშვებენ
- სხდომაზე პაპუაშვილი მოხსენებით წარსდგება, ონლაინ მედიას პარლამენტში ისევ არ შეუშვებენ




