საქართველოს პარლამენტი

კობახიძე: სხვანაირად გაიგეთ, საუბარია, რომ ბერაიას ყველგან დახვდა აქუბარდიას ნალაპარაკები

თქვენ მე მგონი, რაღაცა სხვანაირად გაიგეთ, თქვენ მიანიჭეთ კონკრეტულ ფრაზას ის მნიშვნელობა, რომელიც მას არ აქვს, თქვენ მიანიჭეთ კონკრეტულ ფრაზას, არც ვიცი, რა დავარქვა, ის მნიშვნელობა, რომელიც მას არ აქვს.

სინამდვილეში საუბარი იყო რაზე - სადაც კი წავიდა ირაკლი ბერაია, ყველგან დახვდა ამ ადამიანის ნალაპარაკები, ნალაპარაკები სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ, თქვენ გაიგეთ ეს ფრაზა სხვანაირად, არ ვიცი მე, რატომ გაიგეთ ასე.

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დეპუტატ ირაკლი ბერაიას განცხადებაზე, რომელმაც თეონა აქუბარდიაზე თქვა, რომ " მისი გრძელი და ყველგან ნამყოფი ენით, ჩემი და ჩემი კომიტეტის სახელის ხსენებისგან თავი შეიკავოს".

კომენტარები