საქართველოს პარლამენტი

წილოსანი: დღეს ჩემთვის სრულიად მიუღებელი ფორმებით მიმართეს ქალ დეპუტატს

დღეს პოლიტიკურ განცხადებებში, ჩემთვის სრულიად მიუღებელი ფორმებით მიმართეს ქალ დეპუტატს. არასდროს მომეწონება გამოხატვის მსგავსი ფორმა და მნიშვნელობა არ აქვს რა იყო ამის წინაპირობა.

31 ოქტომბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ქართული ოცნების დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა ენმ-ს დეპუტატს, ანა წითლიძეს "ფარჩაკი, ბანძი ადამიანი" უწოდა, ხოლო ირაკლი ბერაიამ თეონა აქუბარდიაზე თქვა, რომ მან "გრძელი და ყველგან ნამყოფი ენით" თავი უნდა შეიკავოს ბერაიასა და მისი კომიტეტის ხსენებისგან.

კომენტარები