რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პუტინის აზრით, უკრაინაში ომით პალესტინელებს ეხმარება

ვლადიმირ პუტინი
Гавриил Григоров / AFP / Scanpix / LETA

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უსაფრთხოების საბჭოს კრებაზე მაჰაჩყალის აეროპორტში მომხდარ ანტისემიტურ რეიდთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ასე პალესტინელ ხალხს ვერ დაეხმარებიან, თუმცა მან დაამატა, რომ პალესტინელ ხალხს რუსეთი უკრაინაში ომით ეხმარება.

"მაჰაჩყალაში გასულ საღამოს მომხდარი მოვლენები ინსპირირებულია სოციალური ქსელებიდან, მათ შორის უკრაინის ტერიტორიიდან, დასავლური სპეცსამსახურების ხელებით. ამასთან დაკავშირებით მინდა კითხვა დავსვა: განა შესაძლებელია პალესტინელებს თათებსა (რედ. ეთნიკური ჯგუფი) და მათ ოჯახებზე თავდასხმით დაეხმარო? თათები, სხვათა შორის, დაღესტანში საპატიო ერია. პალესტინელებისთვის დახმარება შესაძლებელია მხოლოდ მათთან ბრძოლით, ვინც ამ ტრაგედიის უკან დგას. ჩვენ, რუსეთი, სწორედ მათ ვებრძვით სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში, სწორედ მათ - ჩვენთვისაც და მათთვისაც, ვინც ნამდვილ, ჭეშმარიტ თავისუფლებას ესწრაფვის". – თქვა პუტინმა.

პუტინის აზრით, რაც უფრო ძლიერი იქნება რუსეთი და რაც უფრო ერთიანი იქნება მათი საზოგადოება, მით უფრო უკეთ დაიცავენ, როგორც საკუთარ, ისე "დასავლური ნეოკოლონიალური პოლიტიკის მსხვერპლების ეროვნულ ინტერესებს".

პუტინი ღაზაზე: როცა განურჩევლად ხოცავენ უდანაშაულო ხალხს, არაფრითაა გამართლებადი

პუტინის მტკიცებით, საჭიროა იპოვონ "ბოროტების მარცვალი", "ის ობობა, რომელიც საკუთარი ქსელით ხლართავს მთელ პლანეტას". როგორც ის ირწმუნება, რუსეთი ამყარებს მათ პოზიციებს, ვინც საკუთარი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის იბრძვის.

"უნდა იცოდე და გესმოდეს სად არის ის ბოროტების მარცვალი, სადაა ეს ობობა, რომელიც საკუთარი ქსელით მთელი პლანეტის, მთელი მსოფლიოს გაბმას ცდილობს და სურს ბრძოლის ველზე ჩვენი სტრატეგიული დამარცხება, იყენებეს ათწლეულების განმავლობაში გაბრიყვებულ ხალხს დღევანდელი უკრაინის ტერიტორიაზე. სწორედ ამ მტერთა სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში ბრძოლით, ჩვენ, კიდევ ერთხელ მსურს ხაზი გავუსვა, ვამყარებთ ყველას პოზიციას, ვინც საკუთარი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის იბრძვის". – თქვა პუტინმა.

კომენტარები