ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

იორდანიამ აშშ-ს ქვეყანაში Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის განლაგება სთხოვა

პატრიოტის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის გამოცდა Artemis Strike 2017-ის წვრთნებზე.
Anthony Sweeney

იორდანიის არმიის სპიკერმა 29 ოქტომბერს განაცხადა, რომ რეგიონში გაზრდილი დაძაბულობისა და ისრაელში მიმდინარე ომის ფონზე, იორდანიამ ამერიკის შეერთებულ შტატებს ქვეყანაში Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის განლაგება სთხოვა.

"ჩვენ ამერიკის მხარეს ვთხოვეთ, Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის მეშვეობით ქვეყნის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაში დაგვეხმარონ", - თქვა იორდანიის ბრიგადის გენერალმა მუსტაფა ჰიარიმ სამთავრობო ტელევიზიასთან საუბრისას.

იორდანიის ოფიციალური პირების თქმით, ისინი შიშობენ, რომ ჰამასის მიერ 7 ოქტომბერს ისრაელზე განხორციელებული თავდასხმა და ისრაელის მხრიდან საპასუხო ღაზის სექტორის დაბომბვა, შესაძლოა უფრო ფართო რეგიონულ კონფლიქტში გადაიზარდოს.

1996 წლიდან მოყოლებული იორდანია აშშ-ს ერთ-ერთი მოწინავე მოკავშირე სახელმწიფოა, რომელიც NATO-ში არ შედის. იორდანიის სამეფოში ასობით აშშ-ს სამხედრო ინსტრუქტორი იმყოფება და წლის განმავლობაში აშშ-სთან სამხედრო წვრთნები ტარდება. იორდანიის ჯარი კი ერთ-ერთი მოწინავეა ამერიკის მხრიდან უცხოეთის ჯარებისთვის გაგზავნილი დაფინანსების მხრივ.

კომენტარები