ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ისრაელი აკრიტიკებს იორდანიის მხარდაჭერილ რეზოლუციას, სადაც ჰამასი ნახსენები არ არის

Jordanian Foreign Minister Ayman Safadi gives a joint press conference with his German counterpart on April 3, 2023 at the Foreign Office in Berlin. (John Macdougall/AFP)

იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აიმან საფადმა, გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე გამოსვლისას 22 არაბული ქვეყნის სახელით დაადანაშაულა ისრაელი "ღაზის მარადიულ ჯოჯოხეთად გადაქცევაში".

"ტრავმა გაჰყვებათ მომავალ თაობებს" თქვა მან და დაამატა, რომ "თავდაცვის უფლება სავსებით არ რის დაუსჯელი მკვლელობის ლიცენზია, ხოლო [პალესტინელი ხალხის] კოლექტიურად დასჯა არ არის თავდაცვა, არამედ ომის დანაშაულია".

იორდანიამ წარმოადგინა რეზოლუციის პროექტი, რომელიც ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია და სავარაუდოდ, კენჭს 28 ოქტომბერს უყრიან.

რეზოლუციის ტექსტი მეტწილად ყურადღებას ამახვილებს ჰუმანიტარულ სიტუაციაზე. ასევე ნახსენებია  "დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტის" მოთხოვნა ღაზის სექტორში. ამასთან ერთად, რეზოლუციის პროექტი მოუწოდებს მხარეებს, დაიცვან მშვიდობიანი მოქალაქეების უსაფრთხოება, თუმცა მასში საერთოდ არ არის ნახსენები ჰამასის თავდასხმა ისრაელზე. 

ისრაელის ელჩი გაეროში, გილად ერდანი, აკრიტიკებს რეზოლუციის ტექსტს და ამბობს, რომ რეზოლუციის ავტორები ამტკიცებენ, რომ შეშფოთებულები არიან მშვიდობის დარღვევით, თუმცა არ საუბრობენ იმ "გარყვნილ მკვლელებზე", რომლებმაც ომი დაიწყეს.

ისრაელზე ჰამასის თავდასხმას 1 400-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რომელთა შორის, უმრავლესობა სამოქალაქო პირია. ასევე, ჰამასის ტყვეობაში დღემდე იმყოფება დაახლოებით 200-მდე ადამიანი.


ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს ასზე მეტი მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

კომენტარები