რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სლოვაკეთის პრემიერი რობერტ ფიცო უკრაინისთვის სამხედრო დახმარებას მხარს აღარ დაუჭერს

რობერტ ფიცო
Reuters

გამოცემა Reuters-ი სლოვაკურ მედიაზე დაყრდნობით იუწყება, რომ სლოვაკეთის ახლადდანიშნული პრემიერმინისტრი რობერტ ფიცო მომავალ ევროკავშირის სამიტზე უკრაინისთვის სამხედრო დახმარებას მხარს არ დაუჭერს.

"ჩვენ ყველანი ვხედავთ, რომ სამხედრო თვალსაზრისით გამოსავალი არ არსებობს", - ციტირებენ სლოვაკურ მედიაში ფიცოს.

რობერტ ფიცო ასევე ეწინააღმდეგება რუსეთისადმი სანქციების დაწესებას. მისი თქმით, ის მსგავს გადაწყვეტილებას მხარს მანამდე არ დაუჭერს, სანამ სლოვაკეთზე რუსეთისადმი დაწესებული სანქციების გავლენას არ შეაფასებს.

ევროკავშირის ლიდერები 26 ოქტომბერს ბრიუსელში უკრაინისა და და ისრაელის კონფლიქტებზე იმსჯელებენ.

რუსეთის მხრიდან უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ ევროკავშირის უკრაინისადმი დახმარება (2023 წლის სექტემბრის მონაცემებით) $88 მილიარდს შეადგენს.


სლოვაკეთის მემარცხენე ლიდერი რობერტ ფიცო ქვეყნის პრემიერმინისტრი უკვე მეოთხედ გახდა.

მისმა პარტიამ Smer - SD ცენტრისტულ მემარცხენე პარტია HLAS და ნაციონალისტური SNS პარტიებთან ერთად შექმნა კოალიცია.

რობერტ ფიცო 2023 წლის წინასაარჩევნო კამპანიისას გამოირჩეოდა პრორუსული და ამავდროულად NATO-ს, აშშ-სა და ევროკავშირის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულებით. მან პირობა დადო, რომ გამარჯვების შემთხვევაში უკრაინას სამხედრო დახმარებას შეუწყვეტს და კონფლიქტის მოსაგვარებლად მოლაპარაკებებს დაუჭერს მხარს.

კომენტარები