ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

მაკრონი: ისრაელის მიერ ღაზის სექტორში მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყება შეცდომა იქნება

Benoit Tessier/Pool via AP

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, ისრაელის მიერ ღაზის სექტორში მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყება შეცდომა იქნება. ამის შესახებ მაკრონმა ეგვიპტის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.

მაკრონის შეფასებით, ეს არ დაიცავს ისრაელს გრძელვადიან პერსპექტივაში და შეუთავსებელი იქნება ომის კანონებთან.

"საფრანგეთი აღიარებს ისრაელის თავდაცვის უფლებას. სახმელეთო ინტერვენცია თუ ეს სრულად მიმართული იქნება ტერორისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ, ეს იქნება არჩევანი, რომლის გაკეთებაც ისრაელს შეუძლია. თუმცა, თუ ეს იქნება მასშტაბური სახმელეთო ოპერაცია, რომელიც საფრთხეს შეუქმნის მშვიდობიან მოსახლეობას, ამ შემთხვევაში ვფიქრობ, ეს ისრაელისთვის შეცდომა იქნება. ეს არ დაიცავს ისრაელს გრძელვადიან პერსპექტივაში და შეუთავსებელია მშვიდობიანი მოსახლეობის პატივისცემასთან, ჰუმანიტარულ საერთაშორისო სამართალთან და ომის კანონებთან". - თქვა მაკრონმა.

ამასთან, ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ 7 ოქტომბერს ჰამასის მიერ ისრაელზე თავდასხმის შედეგად ისრაელში საფრანგეთის 31 მოქალაქეა მოკლული.

კომენტარები