საქართველოს მთავრობა

პრემიერი: მოვახერხეთ, რომ ბიზნესის კეთების მხრივ, საქართველო მსოფლიოში საუკეთესო ადგილია

საქართველოს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აქვს გაფორმებული. ასევე არის FTA, შეთანხმება არსებობს დსთ-ს ქვეყნებთან, თურქეთთან, ჩინეთთან და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებთან. ჩვენ ვვითარდებით, როგორც რეგიონული ჰაბი. ეს შეთანხმებები ინვესტორებს უზარმაზარ ბაზრებზე აძლევს წვდომას. ჩვენი მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა ინვესტორებს უბიძგებს, უფრო მეტად ისარგებლონ იმ ფაქტით, რომ ჩვენ წვდომა 2,3-მილიარდიან სამომხმარებლო ბაზარზე გვაქვს. ასევე, მოლაპარაკებები მიმდინარეობს ისრაელსა და სამხრეთ კორეასთან. გასული ათწლეულის განმავლობაში, ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ ბიზნესის კეთების თვალსაზრისით, საქართველო მსოფლიოში საუკეთესო ადგილი გამხდარიყო. საგადასახადო განაკვეთი ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალია. 

თქვა საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აბრეშუმის გზის ფორუმზე სიტყვით გამოსვლის დროს - მთავრობის ოფიციალური თარგმანი.

კომენტარები