რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

VOA: აშშ უკრაინისთვის $150 მილიონის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გამოყოფს

HIMARS-ის დანაყოფის მეთაური, ზედმეტსახელად კუზია HIMARS-თან. აღმოსავლეთ უკრაინა, 2022 წლის 1-ელი ივლისი.
Anastasia Vlasova for The Washington Post

ამერიკის ხმა აშშ-ის სამხედრო წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ უკრაინისთვის $150 მილიონის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გამოყოფს.

გამოცემის ცნობით, პაკეტი მოიცავს: GMLRS-ის რაკეტებს HIMARS-ის სისტემებისთვის, სამხედრო აღჭურვილობას NASAMS-ისთვის, TOW-ის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს, AIM-9 Sidewinder-ის ტიპის რაკეტებს და 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვებს.

აქამდე, როგორც ცნობილი გახდა, პენტაგონი გეგმავს, ისრაელს გადასცეს 155 მმ-იანი ათობით ათასი საარტილერიო ჭურვი, რომელიც თავდაპირველად უკრაინისთვის იყო განკუთვნილი.

აშშ-ს წარმომადგენლები ამბობენ, რომ ისრაელისა და უკრაინის დახმარება ორივე ფრონტზე შეუძლიათ.

კომენტარები