ალტ-ინფო

მახარაძე: კიდევ ერთხელ – არ იქნება მაიდანი, არ იქნება ანტიმაიდანი

პუტინისტური ძალადობრივი ალტ-ინფოს წევრის, ზურა მახარაძის თქმით, მისი გამოკითხვაზე დაბარების მიზეზი "მეორე ფლანგის" ნერვიულობაა, რომ ანტიმაიდანი არ შედგეს - ამის შესახებ მან გამოკითხვის შემდეგ ილაპარაკა.

"მე დამიბარეს იმიტომ, რომ მეორე ფლანგი ძალიან ნერვიულობს, რომ ანტიმაიდანი არ შედგეს. რატომ ნერვიულობს, თუ მაიდანს არ აპირებს, არ ვიცი, ეტყობა აპირებს, თორემ რომ არ აპირებდეს, აბა, ანტიმაიდანის გამო რატომ ინერვიულებდა, რატომ დაწერდა აქ საჩივარს. ამიტომ, კიდევ ერთხელ - არ იქნება მაიდანი, არ იქნება ანტიმაიდანი". - ამბობს მახარაძე.

მისივე თქმით, "როდესაც ამბობ, რომ ვიღაცა აპირებს გადატრიალებას, მაჩვენებ კადრებს და მერე არავის იჭერს, ეგ არის სერიოზული პრობლემა".

24 ოქტომბერს ზურა მახარაძე საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. იგი გამოკითხვაზე "ანტი-მაიდანთან" დაკავშირებული ძალადობრივი მოწოდების გამო დაიბარეს.

კომენტარები