ოთარ ფარცხალაძის საქმე

შოთაძე ფარცხალაძეზე: მიმდინარეობს გამოძიება, ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება ტარდება

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოძიება მიმდინარეობს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც ოთარ ფარცხალაძის სანქცირებულთა სიაში შეყვანას ეხებოდა. სულ რამდენიმე დღის წინ, გამოძიების დეტალებზე ხსენებული საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელმა ისაუბრა. ეს გამოძიება მიმდინარეა და ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება ტარდება.

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აწარმოებს, ჩვენ კი საპროკურორო ზედამხედველობას ვახორციელებთ. გამოძიება მიმდინარეა. არსებობს გამოძიების ინტერესები და იმ ფარგლებს, რომელზეც საგამოძიებო დანაყოფის ხელმძღვანელმა ისაუბრა, ვერ გავცდები, ისევ და ისევ, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე. 

თქვა საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ ოთარ ფარცხალაძის საქმესთან დაკავშირებით.

კომენტარები