თქვენ არასწორი გაგება გაქვთ ჩვენი ბრძანების, ჩვენ არავითარ შემთხვევაში ან რა უფლება გვაქვს კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენოთ აშშ-ის თუნდაც პროკურორების მიერ გაწეული სამუშაო ამა თუ იმ პირთან დაკავშირებით, არც ამის მანდატი გაგვაჩნია და არც ამის შესაძლებლობა.
არავითარ შემთხვევაში არ ვაყენებთ კითხვის ნიშნის ქვეშ, ვამბობთ, რომ პირი სანქცირებულია, უბრალოდ, ვამბობთ, რომ საქართველოს მოქალაქესთან დაკავშირებით იმისთვის, რომ ბანკებმა გაატარონ შესაბამისი შემზღუდავი პროცედურები, ისინი უნდა დაელოდონ სასამართლო გადაწყვეტილებას, თუმცა, შეუძლიათ, არ დაელოდონ.