ვინაიდან არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი ოთარ ფარცხალაძის მიმართ, მე ვარაუდის ფორმით გეტყვით და თქვენ თუ გნებავთ, მიიღეთ ვარაუდად, გნებავთ მტკიცებულებად, ნება თქვენია: მე მაქვს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ბანკები მიუყენებდნენ საკმაოდ მკაცრ შეზღუდვებს გამომდინარე იქიდან, რომ 1. მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია: შეინარჩუნონ კარგი ურთიერთობები საკორესპონდენტოებთან. 2. შეასრულონ კანონი კომერციული ბანკების შესახებ, რომელიც მათ ავალდებულებთ, შეაფასონ რისკები. 3. აღასრულონ საერთაშორისო ვალდებულებები, რაც მათ ხელშეკრულებებით აქვთ საერთაშორისო-საფინანსო ინსტიტუტებთან, მათ კრედიტორებთან და იქ პირდაპირ წერია, რომ სანქცირებულთან არ უნდა დაიჭირო საქმე და 4. ყველა კლიენტთან მიმართებით მათ ეს ვალდებულება გადმოტანილი აქვთ და ბევრგან უწერიათ, რომ თუ პირი არის სანქცირებული, ისინი წყვეტენ ურთიერთობას, მათ აქვთ კარგად გადაზღვეული ჩარჩო, რომლითაც დაუყოვნებლივ რეაგირებენ.
ვითვალისწინებდით რა ამას, ჩვენი ბრძანება მოვიყვანეთ კანონმდებლობასთან და კონსტიტუციასთან, მაგრამ ვიცოდით, რომ ბანკები შეძლებდნენ, უკვე თავისი ანალიზის საფუძველზე აღასრულონ სანქციები. რა თქმა უნდა, არ უნდა მოექცნენ კლიენტს უკანონოდ და ამას გადავამოწმებთ, მაგრამ ჩვენი ამოცანაა ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება და ამიტომ აქ ბალანსი უნდა ვიპოვოთ.