ოთარ ფარცხალაძის საქმე

იოსელიანი ფარცხალაძეზე: ამ საქმეს არ ვსწავლობთ – როგორც რიგითი მოქალაქე, თვალყურს ვადევნებ

გამოძიების ეფექტურობასთან დაკავშირებით ჩვენთვის არცერთ მხარეს არ მოუმართავს. თუ ასეთი მომართვა და ვინმეს უფლების შელახვა დადასტურებულად იქნება, ბუნებრივია, ჩვენ ამ საქმის შესწავლას დავიწყებთ. ამ ეტაპზე, ჩვენ ამ საქმეს არ ვსწავლობთ - უბრალოდ, როგორც რიგითი მოქალაქე, თვალყურს ვადევნებ. თუ დაინტერესებული მხარე იქნება და განცხადებას შემოიტანს, სადაც მისი უფლებების დარღვევების შესახებ ისაუბრებს, ჩვენ ამ საკითხს შევისწავლით.

თქვა საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა აშშ-ის მიერ დასანქცირებული ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის საქმეზე. 

კომენტარები