ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

შვილიშვილის თქმით, ტყვეობიდან გათავისუფლებული ბებია ავადმყოფ ღაზელ ბავშვებს ეხმარებოდა

Daniel Lifshitz archive/Handout via REUTERS

23 ოქტომბერს ჰამასის ტყვეობიდან 85 წლის იოხევედ ლიფშიცი გაათავისუფლეს. მისი შვილიშვილის თქმით, ბებია აქტივისტია და ღაზის სექტორში მცხოვრებ ავადმყოფ ბავშვებს ეხმარებოდა. 85 წლის ქალს ყოველკვირეულად ერეზის საზღვრის გავლით მის ქმართან ერთად ღაზაში მცხოვრები ავადმყოფი ბავშვები ისრაელის საავადმყოფოებში მიჰყავდა. 

"ის ადამიანის უფლებებისთვის და მშვიდობისთვის იბრძოდა მთელი თავისი ცხოვრება" - თქვა შვილიშვილმა. 

85 წლის იოხევედ ლიფშიცი 7 ოქტომბერს დანარჩენ 200 ადამიანთან ერთად ჰამასის ტერორისტებმა გაიტაცეს. ლიფშიცი წითელი ჯვრის თანამშრომლებმა ღაზის სექტორიდან 23 ოქტომბერს გამოიყვანეს. 

კომენტარები