ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ღია დაპირისპირებაში არის დასავლეთთან და პოლიტიკურად ქვეყნის შიგნით ამ დაპირისპირებას მუდმივად იყენებს დასავლეთის და ევროპის დემონიზებისთვის. ამის პარალელურად, მის მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად ქვეყნის შიგნით ისეთი ვითარებაა, რომ არის დიდი ნაკადი ჩვენი მოქალაქეების, ვინც იძულებულია, დატოვოს ქვეყანა. ეს, პოტენციურად, ფაქტორების ის კომბინაციაა, რომელმაც მომავალში შეიძლება საფრთხე შეუქმნას საქართველოს. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ხელისუფლების დემოკრატიულად შეცვლა მოხდება მანამ, სანამ ეს ზიანი კიდევ უფრო გაღრმავდება.
tbl.ge/6kf4
დაკოპირდა

ამბობს ევროპული საქართველოს თავჯდომარე, გიგა ბოკერია გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა Der Spiegel-ისთვის 20 ოქტომბერს მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ "საბოლოოდ, ფართომასშტაბურად უნდა დაიწყოს იმ ხალხის დეპორტაცია, ვისაც გერმანიაში დარჩენის უფლება არ აქვს".
ამავე თემაზე
- წერეთელი: ევროპული საქართველო კოალიციის ნაწილი იქნება, მალე გაცნობებთ, რომლის
- ევროპული საქართველო სოფო სიუკაევამაც დატოვა
- ვინ წავიდა ევროპული საქართველოდან და ვინ დარჩა პარტიაში
- წერეთელი: სამადლობელი იმაში, რომ პარტია დატოვა ამ ჯგუფმა, ნამდვილად არაფერი არ არის
- ბოკერია: ვტოვებ თავმჯდომარეობას, ვერ დავრჩები ვერც ამ სიაში, ვერც ამ პოლიტიკურ გუნდში




